ტყუილი შოკოლადის კანფეტები დამატებული შაქრის გარეშე (25 ბურთულა)
დაჭრილი ლეღვი 24 საათით მოათავსეთ ფორთოხლის წვენში. თუკი წვენი ლეღვს მთლიანად ვერ დაფარავს, დაამატეთ წყალი. გადაწურეთ ლეღვი და მოათავსეთ Beko Sense მაგიდის ბლენდერში, Beko Sense ხელის ბლენდერის კომპლექტში ან მსგავს დანადგარში. სითხე შეინახეთ მოგვიანებით გამოსაყენებლად.
დააბლენდერეთ ლეღვი ნუშთან, მარილთან და კაკაოს პუდრთან ერთად, სანამ მიიღებთ გლუვ პასტას, რომელიც საკმარისად მკვრივია ფორმის მისაცემად. თუ საჭიროა, დაამატეთ ცოტა ფორთოხლის წვენი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ პასტის საჭირო ტექსტურა.
რამდენიმე საათით შეინახეთ მაცივარში.
რამდენიმე საათის შემდეგ, მასისგან გააკეთეთ ბურთულები და ამოავლეთ სასურველ ინგრედიენტებში (გახეხილი ქოქოსი, წვრილად დაჭრილი თხილეული, მარცვლები, კაკაოს პუდრი დარიჩინით).
შეგიძლიათ, ბურთულები რამდენიმე დღით შეინახოთ მაცივარში.
ეს შოკოლადის ბურთულები (ლეღვის, ნუშისა და კაკაოს პუდრის წყალობით) სავსეა მაგნეზიუმით და საკვები ბოჭკოთი - ორივე საკვები ნივთიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვისა და ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებისთვის.
გარეცხილი მარწყვი მოათავსეთ კომბაინში და ოდნავ ათქვიფეთ, სანამ ზედმეტად გაწყლიანდება.
გადაიტანეთ მარწყვი ჯამში და დაუმატეთ დაჭყლეტილი ბანანი. კარგი კონსისტენციის მისაღებად, ნელ-ნელა შეურიეთ ხაჭო.
მარწყვი მიირთვით სეზონზე. თუ ამის საშუალება არ არის, გამოიყენეთ მოცვი, ჟოლო, მაყვალი, პაპაია ან ნებისმიერი სხვა ხილი.
20 ც. მარწყვი
ც. ბანანის პიურე
200 გრ. უმარილო ხაჭო
ხაჭო რძის პროდუქტია, რომელსაც დიდ ყურადღებას არ ვუთმობთ, არადა, მისი საკვები პროფილი შეუდარებელია. ის ცილის არაჩვეულებრივი წყაროა. ხაჭოს გამოყენება შეგვიძლია როგორც დესერტებში, ასევე - მარილიან საკვებშიც, როგორებიცაა სალათები, პაშტეტები, ლაზანია ან კიში. იცოდით, რომ ხაჭოში თითქმის ორჯერ მეტი კალციუმი და რკინაა, ვიდრე იოგურტში?
დაჭერით ბროკოლი პატარა „ხეებად“. მოამზადეთ ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში დარბილებამდე. დაჭყლიტეთ ჩანგლით.
აადუღეთ წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი მარილთან და პილპილთან ერთად.
ადუღებისას დაუწიეთ ცეცხლს და ჩაყარეთ პოლენტა. 5 წუთის განმავლობაში ურიეთ სწრაფად, რათა ქვაბმა არ მიიკრას. როდესაც პოლენტა მოიხარშება, მასა უნდა ჰგავდეს სქელ ცომს.
გადმოიღეთ ქვაბი ცეცხლიდან. დაუმატეთ დაჭყლეტილი ბროკოლი და ზეითუნის ზეთი. მოურიეთ.
წაუსვით ლანგარს ზეითუნის ზეთი. გადაიტანეთ ცომი და გააბრტყელეთ ნახევარი ან ერთი სანტიმეტრის სისქემდე. გააგრილეთ. შემდეგ დაჭერით დაახლოებით 1 სანტიმეტრის სიგანის ჩხირებად.
მირთმევის წინ, შეწვით ტაფაში ცოტაოდენ ზეითუნის ზეთთან ერთად.
200 გრ. პოლენტა
800 მლ. წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი
1 საშუალო ზომის ბროკოლი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
იცოდით, რომ ბროკოლი დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს და ჩვენ მას ძალიან მარტივად ვშთანთქავთ? კალციუმის დიდი შემადგენლობით მხოლოდ რძის პროდუქტები არ გამოირჩევა. ნუში, პარკოსანი მცენარეები და მარცვლებიც კალციუმის არაჩვეულებრივი წყაროა.
გახსოვდეთ, იმისთვის, რომ ძლიერი ძვლები გვქონდეს, საჭიროა არა მხოლოდ მზე, არამედ ვარჯიშიც!
მოხარშული კინოა დააქუცმაცეთ კომბაინში და დაასხით ცოტაოდენი არაცხოველური რძე სქელი და გლუვი კრემის მიღებამდე.დაუმატეთ დარიჩინი, კვერცხი და დაჭყლეტილი ბანანი. ცომის კონსისტენცია უნდა იყოს სქელი, კრეპის ცომის მსგავსი. შესასქელებლად დაუმატეთ რძე და მყარი ინგრედიენტები.
ტაფაზე გააცხელეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ჩადეთ ცომი, შეწვით ცალ მხარეს და გადააბრუნეთ.
გამზადებულ ბლინებს მოასხით მოცვის პიურე.
საუზმე მზადაა!
350 გრ. მოხარშული კინოა
170 გრ. არაცხოველური რძე
დაფქული დარიჩინი
2 ც. კვერცხი
1 ც. ბანანი
მაყვლის პიურე
ეს საუზმე სავსეა ცილით კვერცხისა და კინოას წყალობით, რომელთა ცილის შემცველობაც უფრო მაღალია, ვიდრე ბურღულეულისა. მეტიც, მასთან ბანანისა და მოცვის გამოყენება საუკეთესო არჩევანია ისეთი დღეებისთვის, როდესაც ბავშვები ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან.
მოამზადეთ ბოსტნეული: სალათის ფოთლები, კომბოსტო, წიწაკა და კიტრი დაჭერით წვრილ ფირფიტებად, გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ავოკადო და გამოაცალკევეთ ქინძის ფოთლები.
ინგრედიენტები დააწყვეთ მოსახერხებლად.
დიდი ჯამი აავსეთ ცივი წყლით. ბრინჯის ფურცლები თითო-თითოდ, 30-40 წამით ჩაალბეთ წყალში და დააწყვეთ სუფთა, გლუვ ზედაპირზე.
ინგრედიენტები გაახვიეთ ბრინჯის ფურცლებში.
სოუსი:
გააცხელეთ ბოსტნეულის სასმელი და შიგნით გაადნეთ მიწის თხილის კარაქი. აცადეთ გაგრილება და შესქელება. სოუსი მზადაა!
ბრინჯის ფურცლები საჭიროებისამებრ
სალათის ფოთოლი
გახეხილი სტაფილო
წითელი კომბოსტო
წითელი წიწაკა
კიტრი
ავოკადო
ქინძი
5 სუფრის კოვზი მიწის თხილის კარაქი შაქრის გარეშე
150 მლ. ბოსტნეულის სასმელი შაქრის გარეშე
ეს რეცეპტი სავსეა საკვები ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მაღალხარისხიანი ცხიმით. რა უნდა მივირთვათ ყოველდღიურად? ძალიან ბევრი ბოსტნეული!
იცოდით, რომ მიწის თხილი დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას, როგორც წესი, გამომშრალი ხილის სახით ვიყენებთ, ის პარკოსანი მცენარეა და ამ თვისებას ოჯახის წარმომადგენელ სხვა საკვებ პროდუქტებთან იზიარებს. თუკი როლი ძირითად კერძია, შეგვიძლია დავუმატოთ ტოფუ, კრევეტები, ომლეტი ან ქათამი.
დაჭრილი ნიორი მოხრაკეთ ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში. როდესაც ნიორი გაყავისფერდება, დაუმატეთ ისპანახი და დაელოდეთ მოგლუვებას; შემდეგ დაუმატეთ ქიშმიში და პომიდორი. მასა დატოვეთ ცეცხლზე რამდენიმე წუთით.
დაუმატეთ იოგურტი, ოხრახუში, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი; მოურიეთ.
ადუღებულ წყალში მოამზადეთ ტკბილი კარტოფილის სპაგეტი დარბილებამდე; გადაწურეთ და შეურიეთ სოუსს.
მარტივი რეცეპტი განსხვავებული პასტასთვის.
2 ც. საშუალო ზომის ტკბილი კარტოფილი
500 გრ. ისპანახი
3 კბილი ნიორი
1 ც. იოგურტი (ნატურალური)
1 ც. ლიმონის წვენი
ოხრახუში
პომიდორი ჩერი
1 მუჭი ქიშმიში
შავი წიწაკა
მარილი
ბოსტნეულის სპაგეტი, რომელსაც „ზუდლებსაც“ უწოდებენ, დიდ არჩევანს გვაძლევს, მოვამზადოთ მიმზიდველი და ჯანსაღი კერძები სტანდარტული, რაფინირებული ხორბლის პასტას გარეშე. ყაბაყი, გოგრა, თალგამი და ჭარხალი ძალიან უხდება ასეთ კერძებს. „ზუდლების“ მომზადებისთვის საჭიროა მარტივი დანადგარი, რომელიც ფანქრების სათლელს წააგავს. როდესაც საქმე ბავშვების გამოკვებას ეხება, მნიშვნელოვანია მათთვის მიმზიდველი და საინტერესო კერძების მომზადება. ამავდროულად უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ მათ საჭმელში საკმარისი საკვები ღირებულება იყოს. ბავშვების მიერ კერძის მიუღებლობის გადასაჭრელად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის პრეზენტაციას.
ადუღებულ წყალში ერთი წუთის განმავლობაში ხარშეთ ბარდა და ისპანახი.
კომბაინში ჩაყარეთ ავოკადო, ფქვილი, კვერცხი, ზეითუნის ზეთი და ბარდა და დაჭყლიტეთ. გლუვი ცომის მისაღებად, საჭიროებისამებრ დაუმატეთ წყალი.
ტაფაზე დაასხით და გააცხელეთ ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. დაბალ ცეცხლზე შეწვით ერთი სუფრის კოვზი ცომი. დაელოდეთ ერთი მხარის გამუქებას და გადაატრიალეთ.
500 გრ. ბარდა და ისპანახი
¼ ავოკადო
140 გრ. სიმინდის ფქვილი
2 ც. კვერცხი
ზეითუნის ზეთი
წყალი საჭიროებისამებრ
გახსოვდეთ, რომ ნამცხვრები - სახლში დამზაებულიც კი - მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა, როდესაც დაბადების დღეს ან საოჯახო დღესასწაულს აღვნიშნავთ. ყოველდღიური ჩვევების გათვალისწინებით კი, სასურველია არჩევანი ისეთ კერძებზე გავაკეთოთ, რომელთაც არ აქვთ დამატებული შაქარი. ამ შემთხვევაში - პანელა. დიახ, სახლში დამზადებული ყოველთვის სჯობს ქარხნულს!
კვერცხები მოათავსეთ დიდი ზომის ჯამში და ათქვიფეთ პანელასთან ერთად, სანამ მასა არ გაორმაგდება.
ნელ-ნელა დაუმატეთ ზეთი და იოგურტები. ჩაყარეთ შვრია, კერატის პუდრი და საფუარი და მოურიეთ ერთგვაროვნებამდე. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და თანაბრად ჩაასხით ცომი. ზემოდან მოაყარეთ დარიჩინი, ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა.
ფორმა მოათავსეთ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით. შესამოწმებლად ჩაარჭეთ კბილის ჩხირი და თუ უკან სუფთას ამოიღებთ, ნამცხვარი მზადაა!
4 კვერცხი
2 იოგურტი (უარომატო)
125 გრ. ზეითუნის მსუბუქი ზეთი
60 გრ. პანელა (მექსიკური შაქარი)
310 გრ. შვრია
60 გრ. კერატის პუდრი
1 შეკვრა საფუარი
ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა
ნამცხვარს ბევრნაირი ვერსია აქვს. შეგიძლიათ კერატის პუდრი შროტის ფქვილით ჩაანაცვლოთ, კაკაო კი - ნებისმიერი სხვა არომატით.
თუკი არომატიან იოგურტს გამოიყენებთ, შედეგი მაშინაც განსხვავებული იქნება.
დაუმატეთ ახალდაკრეფილი ხილი ან წვრილად დაჭრილი თხილეული, მაგალითად - ნუში.
ქვაბში ჩაასხით რძე და ყველა ინგრედიენტი გამომშრალი ხილისა და მურაბის გარდა. ხარშეთ, სანამ ყველაფერი კარგად მომზადდება. თუკი რძე მთლიანად აორთქლდება, დაამატეთ მანამ, სანამ ბურღულეული მთლიანად არ მოიხარშება.
როდესაც ყველაფერი მომზადდება, დაუმატეთ გამომშრალი ხილი და მურაბა.
მასა დააქუცმაცეთ კომბაინის გამოყენებით მანამ, სანამ გლუვი ტექსტურის, იოგურტისმაგვარ კრემს მიიღებთ. სურვილისამებრ დაუმატეთ დარიჩინი, მეტი ხილი, მურაბა ან კრემი, სანამ მიიღებთ ტკბილ და ნაზ გემოს.
შეგიძლიათ, მასა რამდენიმე დღით შეინახოთ მაცივარში და მიირთვათ დილაობით, როგორც იოგურტი ხილთან ერთად.
2 ლ. რძე (გემოვნებით)
100 გრ. ფეტვი
100 გრ. კინოა
100 გრ. შვრიის ფანტელი
ერთი მუჭი ქიშმიში
2 სუფრის კოვზი ახალი მურაბა (სურვილისამებრ)
1 სუფრის კოვზი თხილის კრემი (სურვილისამებრ)
დარიჩინი გემოვნებით
შხეფი წყალი
ამ საუზმეს ორი დადებითი თვისება აქვს:
ტკბილია, მაგრამ ჯანსაღი და განსხვავდება ბავშვის ტიპიური, ზედმეტად შაქრიანი საჭმელებისა და სტანდარტული სასაუზმო ბურღულეულისგან.
შეიცავს ბურღულეულსა და ფსევდობურღულეულს, რომელიც ხშირად არ გვხვდება (ფეტვი და კინოა). ამ ყველაფრის წყალობით, ჩვენი რაციონი უფრო მრავალფეროვანია და არ შეიცავს მხოლოდ ხორბალსა და მისგან ნაწარმოებ პროდუქტებს.
ბლენდერის გამოყენებით, ერთად აურიეთ გოგრა და ყველა სხვა ინგრედიენტი სიმინდის ფქვილის გარდა. (იქონიეთ ერთი ჭიქა ბოსტნეულის სასმელი). ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ბოსტნეულის სასმელში გაურიეთ სიმინდის ფქვილი და ცივი წყალი.
აადუღეთ გოგრის კრემი და ნელ-ნელა დაუმატეთ სიმინდის ფქვილიანი სითხე. არ შეწყვიტოთ მასის მორევა. თუკი მასა ერთგვაროვნებას დაკარგავს, დააბრუნეთ ბლენდერში და ხელახლა ათქვიფეთ.
ხშირად ფიქრობენ, რომ საკვები ღირებულების თვალსაზრისით, გოგრა კარტოფილსა ან ტკბილ კარტოფილს ჰგავს, თუმცა, ეს არც ისე სწორია. ამ ბოსტნეულის საკვები შემადგენლობა სხვა ბოსტნეულს ბევრად უფრო ჰგავს, ვიდრე ბოლქვოვანებს. გარდა იმისა, რომ გოგრა სამზარეულოში წარმოუდგენლად მრავალფეროვანია, ის სავსეა ბეტა-კაროტინით ისევე, როგორც სტაფილო (სწორედ ამიტომ აქვს ორივეს დამახასიათებელი სტაფილოსფერი შეფერილობა). რაც მეტი ფერია თეფშზე, მით უფრო მრავალფეროვანია სასარგებლო ნივთიერებები!
დაჭერით გოგრა და მოხარშეთ ადუღებულ წყალში. დარბილების შემდეგ, გადაწურეთ და შეინახეთ.
ყველა ინგრედიენტის გამოყენებით მოამზადეთ ნიოკის ცომი. ფქვილი დაუმატეთ ნაწილ-ნაწილ. ცომი მზადაა, როდესაც მასზე ხელით მუშაობა კომფორტულია და კონსისტენცია კომპაქტური.
დაფას საჭიროებისამებრ მოაყარეთ ფქვილი, გადაიტანეთ მასზე ცომი და გაწელეთ, შემდეგ დაჭერით ერთგვაროვანი, საშუალო ზომის, ცილინდრის ფორმის ნაჭრებად. დაანაწევრეთ ცილინდრები პორციებად და მიეცით ფორმა ჩანგლით. შეინახეთ მაცივარში.
პესტოს მოსამზადებლად, როდინში მოათავსეთ ბაზილიკი (200 გრ.), მარილი და ნიორი და დანაყეთ თხელი პასტის მიღებამდე. დაუმატეთ ტყის თხილი და დანაყეთ გაბრტყელებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ ზეთი და ურიეთ ემულსიის მიღებამდე.
აადუღეთ წყალი. ნელ-ნელა ჩაყარეთ ნიოკი (6-7 ცალი) და ადუღეთ საშუალო ან დაბალ ცეცხლზე ნიოკის ზედაპირზე ამოტივტივებამდე. ამოიღეთ პასტა წყლიდან და აცადეთ დაწურვა 30-60 წამით.
დაუმატეთ პესტო და მიირთვით!
500 გრ. გოგრა
150-200 გრ. ცეხვილი ფქვილი
1 ც. კვერცხი
მუსკატი
შავი წიწაკა
ქურქუმა
მარილი
პესტო:
ბაზილიკი
ნიორი
მარილი
ერთი მუჭი ტყის თხილი
ქურქუმა ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. ამას გარდა, თუკი მას წიწაკასთან ერთად გამოვიყენებთ ისე, როგორც ამ რეცეპტში, მისი ეფექტები ერთიორად იზრდება. ძალიან კარგი აზრია საკვებში მრავალფეროვანი სანელებლების გამოყენება, რადგან ისინი ჩვენს კერძებს გემოსა და არომატს მატებს და გვეხმარება ნაკლები მარილის გამოყენებაში.
დაჭერით ხილი კუბებად ან ნაჭრებად, მოაცილეთ კანი, კურკები და მარცვლები და გაყინეთ.
როდესაც მზად იქნებით მისართმევად, ჩაყარეთ დაჭრილი ბანანი კომბაინში და ათქვიფეთ, სანამ მიიღებს ნაყინის კონსისტენციას.
დაუმატეთ დანარჩენი ხილი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. სწორი კონსისტენციის მისაღებად, ბანანი უნდა შეადგენდეს ნაყინის მინიმუმ 50%-ს.
მოაყარეთ სასურველი ტოპინგები.
ნაყინი მოამზადეთ მირთმევის წინ მაქსიმუმ 15 წუთით ადრე და შეინახეთ საყინულეში; წინააღმდეგ შემთხვევაში, გლუვი კონსისტენციის ნაცვლად მიიღებთ მაგარ ყინულს.
ზოგადი რჩევები ნაყინისთვის
ხილის ნაყინისთვის გამოიყენეთ წყლიანი ხილი, მისაღებია საზამთრო, ნესვი და ციტრუსი.
კრემოვანი ნაყინისთვის: გამოიყენეთ რძის პროდუქტები, როგორიცაა უარომატო იოგურტი, ათქვეფილი ყველი ან ბერძნული იოგურტი. როგორც წესი, რძე ან ბოსტნეულის წვენი ზედმეტად წყალწყალა გამოდის ხოლმე, თუკი მხოლოდ ბანანს არ გამოვიყენებთ.
თავი აარიდეთ შაქრის ან შაქრიანი რძის პროდუქტების გამოყენებას. ხილი შაქრის ბუნებრივი წყაროა.
ხილის ნაყინისთვის გამოიყენეთ წყლიანი ხილი, მისაღებია საზამთრო, ნესვი და ციტრუსი.
კრემოვანი ნაყინისთვის: გამოიყენეთ რძის პროდუქტები, როგორიცაა უარომატო იოგურტი, ათქვეფილი ყველი ან ბერძნული იოგურტი. როგორც წესი, რძე ან ბოსტნეულის წვენი ზედმეტად წყალწყალა გამოდის ხოლმე, თუკი მხოლოდ ბანანს არ გამოვიყენებთ.
თავი აარიდეთ შაქრის ან შაქრიანი რძის პროდუქტების გამოყენებას. ხილი შაქრის ბუნებრივი წყაროა.
მოამზადეთ ლობიო, როგორც გჩვევიათ, ან გადაწურეთ ქილის ლობიო. ამავდროულად, წვრილად დაჭერით ნიორი და ხახვი, მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში; როცა მასა გამუქებას დაიწყებს, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და ურიეთ, სანამ დარბილდება.
დარბილების შემდეგ, ტაფაში ჩაყარეთ მომზადებული, გადაწურული ლობიო და სანელებლები გემოვნებით. მასა დაჭყლიტეთ და აურიეთ.
გამორთეთ ცეცხლი და მასას დაუმატეთ საფანელი (ან შვრიის ფანტელი, ან მოხარშული ბრინჯი) და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გადაიტანეთ მასა ჯამში და გააგრილეთ.
ჰამბურგერებისთვის ფორმის მისაცემად გამოიყენეთ ხელები ან პასტას საჭრელი.
შეგიძლიათ, ჰამბურგერები გაყინოთ და საყინულიდან გამოღებისთანავე შეწვათ.
1 ც. ხახვი
250 გრ. უმი ან 700-750 გრ. მოხარშული წითელი ლობიო (შესაძლებელია ქილის გამოყენებაც)
2-3 ც. საშუალო ზომის სტაფილო
3 სუფრის კოვზი საფანელი, ან შვრიის ფანტელი, ან მოხარშული ბრინჯი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 კბილი ნიორი
ახალი ოხრახუში
მარილი და სუნელები გემოვნებით
პარკოსანი მცენარეები მცენარეული ცილების საუკეთესო წყაროა და როგორც წესი, ჩვენ მათ არც ისე დიდი რაოდენობით მივირთმევთ. კარგი იქნება, თუკი მათ ნელ-ნელა შევიტანთ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში და ამავდროულად წითელი და ზედმეტად დამუშავებული ხორცის მოხმარებას შევამცირებთ. ჩაანაცვლეთ ძეხვეული და ნაგეტები ბოსტნეულის ჰამბურგერებით.
შეგიძლიათ, მათ მომზადებაში ბავშვებიც დაიხმაროთ. ამ ბურგერებს ძალიან უხდება სალათი!
შეურიეთ კვერცხი, თურქული ბარდის ფქვილი და ორეგანო. მიღებული ცომი მოზილეთ ერთგვაროვნებამდე.
გადაიტანეთ მრგვალ ფორმაში და აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. არ დაგავიწყდეთ ღუმელის წინასწარ გაცხელება.
თითქმის გამომცხვარ ცომს დაუმატეთ ტოპინგები: ჯერ პომიდვრის პიურე, შემდეგ - ისპანახი, სოკო და პომიდორი ჩერი, ბოლოს კი - კედრის წიპწიპო.
დააბრუნეთ პიცა ღუმელში კიდევ 10 წუთით, ტოპინგების მომზადებამდე.
ცომი:
1 ც. ყვავილოვანი კომბოსტო
1 ც. კვერცხი
2 სუფრის კოვზი თურქული ბარდის ფქვილი
მარილი
ორეგანო
ტოპინგი:
ისპანახი
პომიდორი ჩერი
სოკო
კედრის წიპწიპო
პომიდვრის პიურე
იცით, რატომ აქვს ყვავილოვან კომბოსტოს ასეთი უცნაური სუნი მომზადების შემდეგ? იმიტომ, რომ მასში გარკვეული რაოდენობით გოგირდია, რომელიც მოხარშვის დროს გამოიყოფა. სწორედ ეს იწვევს მის დამახასიათებელ სუნს. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რის გამოც ბავშვებს ეს ბოსტნეული არ უყვართ.
ასეთი რეცეპტების დახმარებით, ღუმელის გამოყენებისას, თავს ვარიდებთ სუნს და ამავდროულად მიმზიდველ კერძს - პიცას ვამზადებთ. ეს იდეალური გზაა ყვავილოვანი კომბოსტოს „გამოსასწორებლად“.
ყვავილოვანი კომბოსტოს გამომცხვარი კროკეტები (30 ც. კროკეტი, თითოეული -40 გრ.)
დაასველეთ შვრიის ფანტელი დაჭრილი პომიდვრით და დაახურეთ თავსახური. გარეცხეთ, დაჭერით და ორთქლზე მოამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტო. ეს მოხარშვაზე უკეთესია, რადგან ხელს უშლის წყლის შესრუტვას, რაც კროკეტების ტექსტურას არ წაადგებოდა. შეგიძლიათ, კომბოსტო მიკროტალღურ ღუმელში მოამზადოთ ან ღუმელში გამოაცხოთ.
სანამ ყვავილოვანი კომბოსტო მზადების პროცესშია, დაჭერით და შეწვით მწვანე ხახვი და ნიორი.
როდესაც ყვავილოვანი კომბოსტო დარბილდება, დაჭყლიტეთ ჩანგლით და ჩაყარეთ ტაფაში, დაუმატეთ პაპრიკა და დაჭრილი ოხრახუში. ამ დროისათვის, შვრიის ფანტელი და პომიდორი უკვე მზად უნდა იყოს. ეს მასა საჭიროებისამებრ გადაწურეთ და დაუმატეთ ყვავილოვან კომბოსტოს ტაფაში. ეს ყველაფერი მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე და ურიეთ, სანამ არ მიიღებთ მკვრივ პასტას. დაუმატეთ სანელებლები გემოვნებით და ორი სუფრის კოვზი ტაჰინი.
მიღებული მასა გააგრილეთ იმდენად, რომ მასთან ხელით მუშაობა შეძლოთ. სასურველია, ერთი ან ორი დღით მაცივარში შეინახოთ. როდესაც მასა ძალიან გაცივდება, მიეცით კროკეტების ფორმა და ამოავლეთ საფანელში ან სეზამის მარცვლებში. კვერცხი და ფქვილი საჭირო არ არის.
1 ც. საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო (გარჩეული, დაახლოებით 650 გრ.)
200 გრ. შვრიის ფანტელი
დაახლოებით 150 გრ. წყალი დასატენიანებლად
2 ც. მწვანე ხახვი
3-5 ც. გამომშრალი პომიდორი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
2 სუფრის კოვზი ტაჰინი
წვრილად დაჭრილი ოხრახუში
1-2 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი ტკბილი პაპრიკა
სეზამის მარცვლები და საფანელი
ეს ესპანური კერძის გაჯანსაღებული ვერსიაა.
არაჯანსაღი ცხიმების ხელახლა გამოყენების ნაცვლად ვიღებთ ჯანსაღ კროკეტებს, რომლებიც ბავშვებში არც ისე პოპულარული ბოსტნეულითაა დამზადებული. ეს კარგი გზაა მათთვის ამ გემოს გასაცნობად! შეეცადეთ, იყოთ ინოვაციურები მისი მომზადების გზებში.
კროკეტები დააწყვეთ საცხობ ლანგარზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე ისე, რომ ლანგარი ქვემოდანაც და ზემოდანაც თანაბრად ცხელდებოდეს. დაელოდეთ, სანამ კროკეტები მოყავისფრო შეფერილობას მიიღებს და მზადაა!
ეს უმარტივესი რეცეპტია, რომლის მოსამზადებლადაც მხოლოდ კომბაინი დაგჭირდებათ.
გაადნეთ შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში ან მდუღარე წყალზე მოთავსებულ ჯამში. ფრთხილად იყავით, რათა არ დაიწვას.
კომბაინის გამოყენებით, ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ ერთად, სანამ მიიღებთ გლუვ, კრემოვან მასას.
მასა გადაიტანეთ პატარა ჯამებში და ზემოდან მოაყარეთ სასურველი ტოპინგები. გახეხილი შოკოლადი, ჩირი და ა.შ.
შეგიძლიათ მიირთვათ გაგრილებისთანავე.
200 გრ. აბრეშუმის ტოფუ
70%-იანი შოკოლადი - ნახევარი ფირფიტა
3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
ნახევარი გახეხილი ფორთოხალი
ვანილი
ერთი მუჭი ქიშმიში
3 სუფრის კოვზი კაკაოს პუდრი
ტოფუს უდიდესი საკვები ღირებულება აქვს, შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურ ცილებს, ადვილად მოსანელებელია და სავსეა კალციუმითა და რკინით. მსუბუქი გემოს გამო, როგორც წესი, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე მოსწონთ. მისი გამოყენება უამრავ რეცეპტშია შესაძლებელი. სცადეთ! შეგიძლიათ, ტოფუ თქვენი სახლის ყოველკვირეული მენიუს ნაწილი გახადოთ და ჩაანაცვლოთ სხვა, არაჯანსაღი საკვები, როგორიცაა დამუშავებული ხორცი (მაგალითად, ძეხვეული და ჰამბურგერები).
სტაფილოსა და წაბლის კრემი ბერძნული იოგურტით (4 პორცია)
დაჭერით პრასი დიდ ნაჭრებად და მოამზადეთ პატარა ქვაბში ზეითუნის ზეთთან ერთად, სანამ ფერს შეიცვლის.
გარეცხეთ და დაჭერით სტაფილო და ჩაყარეთ ქვაბში უმ, გარჩეულ წაბლთან ერთად.
დაასხით ორი თითის სიმაღლის წყალი და ადუღეთ სტაფილოსა და წაბლის დარბილებამდე.
ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ და დაუმატეთ სანელებლები. თუკი მასა ზედმეტად სქელი გამოვა, დაუმატეთ წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.
მიირთვით ერთ სუფრის კოვზ ბერძნულ იოგურტთან და მოხალულ წაბლთან ერთად.
1 ც. პრასი - მხოლოდ თეთრი ნაწილი
750 გრ. სტაფილო
8-10 სუფრის კოვზი უმი და 4 ც. მოხალული წაბლი დეკორაციისთვის
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
მარილი, კვლიავი და წიწაკა
ბერძნული იოგურტი დამატებული შაქრის გარეშე
სტაფილო სავსეა ბეტა-კაროტინით, ნივთიერებით, რომელსაც ჩვენი სხეული ვიტამინ A-დ აქცევს. ამ ვიტამინს უამრავი ფუნქცია აქვს, მათ შორის - ღამის მხედველობის გაუმჯობესება. ვიტამინ A-ს გარეშე, ღამის ბნელ ცაზე ვარსკვლავების დანახვას ვერ შევძლებდით.
იცით, კიდევ რომელი ბოსტნეული შეიცავს ბეტა-კაროტინს? ყველა, რომელიც წითელი ან სტაფილოსფერი შეფერილობისაა: წითელი წიწაკა, პომიდორი, გოგრა, ტკბილი კარტოფილი... თუმცა, იგი ზოგიერთ მწვანე ბოსტნეულშიც გვხვდება, მაგალითად - ბროკოლისა და ისპანახში.
გაფრცქვენით ბანანი, გათალეთ ვაშლი, დააქუცმაცეთ ვანილის ექსტრაქტთან, ლიმონის ცედრასა და დარიჩინთან ერთად.
ცალკე ჯამში მოათავსეთ ტყის თხილი, გოგრის, მზესუმზირის, ჩიასა და სეზამის მარცვლები. როდესაც კარგად აირევა, დაუმატეთ ხილის პიურე და მოურიეთ, სანამ ყველაფერი დასველდება.
სანამ გამოცხვება, ერთმანეთს შეურიეთ ქოქოსი, ტყის ხილი, ქიშმიში და მოცვი.
10 წუთის შემდეგ, გამოიღეთ ლანგარი საცხობიდან, დაუმატეთ ბოლოს არეული მიქსი და მოურიეთ, შემდეგ კი, მასა ისევ კარგად გაშალეთ ლანგარზე.
შეაბრუნეთ ღუმელში 8-10 წუთით. მას შემდეგ, რაც გრანოლას ღუმელიდან გამოიღებთ და გააგრილებთ, შეფუთეთ იგი ჰერმეტულად, რათა არ დანესტიანდეს.
1 ც. მწიფე ბანანი
1 ც. წითელი ვაშლი
ვანილის ექსტრაქტი
დარიჩინი
ლიმონის ცედრა
100 გრ. შვრიის ფანტელი
50 გრ. გოგრის თესლი
20 გრ. სეზამის მარცვალი
30 გრ. მზესუმზირა
30 გრ. ჩიას მარცვალი
20 გრ. გახეხილი ქოქოსი
50 გრ. წვრილად დაჭრილი თხილი
20 გრ. გამომშრალი მოცვი
20 გრ. ქიშმიში
იცოდით, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი სასაუზმო ბურღულეული 20-დან 40%-მდე შაქარს შეიცავს ისევე, როგორც მიუსლი, რომელიც ასე ჯანსაღი გვგონია? ეს გრანოლა 100%-ით უშაქროა და ჯანსაღ ინგრედიენტებს შეიცავს. იოგურტით, რძით ან ბოსტნეულის წვენით! რაც მთავარია, ეს იდეალური საუზმეა იმისთვის, რომ ბავშვებს სკოლაში ყურადღება არ გაეფანტოთ!
მოათავსეთ ტაჰინი დიდ ჯამში, დაუმატეთ 3-4 სუფრის კოვზი წყალი და ათქვიფეთ ჩანგლით გლუვი კონსისტენციის და მოთეთრო ფერის მიღებამდე.
გადაწურეთ და გარეცხეთ თურქული ბარდა და დააქუცმაცეთ Beko Sense მაგიდის ბლენდერის ან Beko Sense ხელის ბლენდერის კომპლექტის გამოყენებით; დაუმატეთ ტაჰინი და ერთი კბილი (ან ნაკლები) ნიორი, ასევე - წყალი საჭიროებისამებრ.
როდესაც მასა მთლიანად აითქვიფება, ნელ-ნელა დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და გააგრძელეთ თქვეფა, რათა მიიღოთ ემულსია; დაუმატეთ მარილი, ლიმონის წვენი და პაპრიკა გემოვნებით.
400 გრ. მოხარშული თურქული ბარდა
ნახევრად მოხარშული ჭარხალი
ნახევარი ავოკადო
2 სუფრის კოვზი ტაჰინი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
დრესინგი: ნიორი, მარილი, ლიმონის წვენი, პაპრიკა
თურქული ბარდა სავსეა რკინით, ლიმონის წვენი კი ამ რკინის შთანთქვას სამჯერ აუმჯობესებს. ეს იმიტომ, რომ ლიმონის წვენში არსებული C ვიტამინი ბოსტნეულში არსებულ რკინას ფორმას უცვლის და შედეგად, მისი მიღება უფრო მარტივი ხდება. რა მოხდება, თუკი ამ ინგრედიენტებს წვნიანში გამოვიყენებთ? დესერტად ხილის მირთმევას გირჩევდით, რადგან C ვიტამინს ყოველი სახეობა შეიცავს.
კოკოტი ფაიფურის კონტეინერია, რომელშიც მხოლოდ ერთი პორცია ეტევა. შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელისათვის უსაფრთხო ჭიქაც.
კონტეინერში ჩაასხით ზეთი და დაუმატეთ ხახვი და სოკო. მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით, სრულ სიმძლავრეზე.
კონტეინერი გამოიღეთ, დაუმატეთ პომიდორი, მარილი და პილპილი. ფრთხილად ჩატეხეთ კვერცხი. მოაყარეთ ერთი მწიკვი მარილი და დააფარეთ ცელოფანი.
შეაბრუნეთ მიკროტალღურ ღუმელში 2-3 წუთით იმის მიხედვით, რამდენად ძლიერია თქვენი ღუმელი და რამდენად კარგად მომზადებული კვერცხი გსურთ.
როდესაც კერძი მომზადებას დაასრულებს, გამოიღეთ ღუმელიდან, მოხსენით ცელოფანი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
1 ც. კვერცხი
1 სუფრის კოვზი უთესლო პომიდვრის კუბები
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი
1 პატარა მუჭი დაჭრილი სოკო
1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
1 მწიკვი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
არ არის საჭირო, ყოველთვის ტკბილად ვისაუზმოთ. ეს ძალიან სწრაფი, მარილიანი არჩევანია. შეგიძლიათ, ინგრედიენტები სურვილისამებრ ჩაანაცვლოთ. სცადეთ ისპანახის, წიწაკის ან პრასის გამოყენება.
თუკი მისაყოლებლად პურის გამოყენება გინდათ, აირჩიეთ შროტის პური.
იცოდით, რომ კვერცხის სასურველ რაოდენობას ზედა ზღვარი არ გააჩნია? თუკი კვერცხი მოგწონთ, შეგიძლიათ, ყოველდღე მიირთვათ.
Cookie and Privacy Policy
This site uses cookies. To learn more about our use of cookies click here. To remove this message & consent to the use of cookies on this website click “X”
Ok